ასოციაცია “სკოლა – ოჯახი – საზოგადოება” არასამთავრობო, არაპოლიტიკური ორგანიზაციაა.
ის ემსახურება საზოგადოებრივ და პედაგოგიურ ძალთა გაერთიანებას ისეთი სასწავლო-აღმზრდელობითი გარემოს შესაქმნელად, რომელიც ოპტიმალური იქნება ბავშვთა და მოზარდთა შეუფერხებელი ფიზიკური, გონებრივი, სოციალური, სულიერი განვითარებისათვის. ასოციაცია ზრუნავს წერა-კითხვისა და მეტყველების კულტურის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ყველა ასაკში.
ორგანიზაციის მიზნებია
ხელი შეუწყოს:
School-Family-Society Association
- სკოლის დემოკრატიზაციას და სისტემურ განვითარებას;
სასწავლო დაწესებულებების პედაგოგების, მმართველების, მწვრთნელების და კონსულტანტების პროფესიულ განვითარებას; - მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და საზოგადოების წევრთა ინიციატივების აქტიურ მხარდაჭერას სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გაუმჯობესებისათვის;
- თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში;
- სამეცნიერო-მეთოდურ კვლევას და შესაბამისი გამოცდილების დანერგვას სასწავლო დაწესებულებებში;
- უწყვეტი სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დანერგვას;
- სახელმწიფო ენაზე წერა-კითხვის გავრცელებას არაქართულენოვან მოსახლეობაში;
- მშობელთა გააქტიურებას და ჩართვას სკოლის ცხოვრებაში;
- წიგნიერების დონის ამაღლებას;
- საზოგადოების სამოქალაქო განათლებას.
ორგანიზაციის ისტორია
ა(ა)იპ “სკოლა–ოჯახი–საზოგადოება” როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დაარსდა 2002 წელს. ორგანიზაციის შექმნის წინაპირობას წარმოადგენდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საერთაშორისო პროგრამა “კითხვა და წერა კრიტიკულ აზროვნებისათვის”–RWCT, რომელიც წარმატებით ინერგება 1997 წლიდან (1997–98 წწ. ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭრით) დღემდე. აღნიშნული პროგრამა რეგულირდება სერტიფიცირების საერთაშორისო სტანდარტებითა და დადგენილი პროცედურების დაცვით
ორგანიზაცია "სკოლა–ოჯახი–საზოგადოება" წევრია შემდეგი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და კოალიციების:
School-Family-Society Association
მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები:
2002 – დღმდე პროგრამა “კითხვა და წერა კრიტიკული აზროვნებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში”
2002–2010 წ.წ პროგრამა “კრიტიკული აზროვნება და აქტიური სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში” (CTALU)
2002–2005 წ. პროექტი: საგანმანათლებლო ჟურნალი “წიგნიერი”
2002წ. პროექტი “გაკვეთილები სილუეტების თეატრის გამოყენებით”
2003წ. პროექტი “ეფექტური განათლება არასრულწლოვან დამნაშავეს”
2003–2005წ. პროექტი “ღია სკოლების ჩამოყალიბება საქართველოში”. დაფინანსებული ფონდი “ევრაზიის” მიერ;
განხორციელებული მნიშვნელოვანი კონფერენციები:
2002წ. “წიგნიერება საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერა – კითხვის საერთაშორისო ასოციაცია (IRA);
2005წ. “სკოლის სისტემური განვითარება”. საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში. დამფინანსებელი ფოდი “ევრაზია;
20011წ. “წიგნიერების მიჯნაზე”. ტექნიკური მხარდაჭერა – შპს “არძანი”, წმიდა გიორგის სახელობის საერო სკოლა.
2011წ. საქართველოს ეროვნული კონფერენცია “წიგნიერი მომავალი თაობა”. ტექნიკური მხარდაჭერა – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრი.
2020წ და 2023წ. საერთაშორისო კონფერენცია “ციფრული წიგნიერება” დაფინანსებულია წიგნიერების საერთაშორისო ასოციაციის (ILA) მიერ, რომელიც ჩატარდა სტამბულში კონფერენციაში მონაწილობდა წიგნიერების საერთაშორისო ასოციაციის ევრაზიული კომიტეტში შემავალი ხუთი ქვეყნის: საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი წარმომადგენლები.
ორგანიზაცია "სკოლა–ოჯახი–საზოგადოება" წევრია შემდეგი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და კოალიციების:
- წიგნიერების საერთაშორისო ასოციაცია – ILA (https://www.literacyworldwide.org/)
- განათლება ყველასათვის – საქართველო (EFA–Georgia)
- წერა, კითხვა, კრიტიკული აზროვნების საერთაშორისო კონსორციუმი – RWCT IC
- აღმოსავლეთის პარტნიორობა – საქართველო აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა
- კითხვის გლობალური ქსელი – GRN (https://globalreadingnetwork.net/)
