განხორციელებული

2002–2005 წ. პროექტი: საგანმანათლებლო ჟურნალი "წიგნიერი"

2002წ. პროექტი "გაკვეთილები სილუეტების თეატრის გამოყენებით"

2003წ. პროექტი "ეფექტური განათლება არასრულწლოვან დამნაშავეს"

2003–2005წ. პროექტი "ღია სკოლების ჩამოყალიბება საქართველოში". დაფინანსებული ფონდი "ევრაზიის" მიერ;

2004წ. პროექტი "ამანათი სკოლას" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

2005-2007 წ.წ პროექტი "ღია სკოლების ქსელი აჭარაში" დაფინანსებული ევროკომისიის მიერ.

2005-2006წ.წ პროექტი "სკოლები სამოქალაქო ინტერაციისათვის" (UNDEF)

2007-2008 წ.წ კოალიციური პროექტი “ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა დემოკრატიული პოლიტიკური მონაწილეობისათვის” დაფინანსებული გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის (UNDEF) და სხვა;

2014-2015წ.წ - პროექტი „განათლება ყველასათვის საქართველო (EFA)“- ის ფარგლებში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის, პროფესიული ასოციაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების კვლევა (UNESCO).

2014–2015 წ.წ „აქტიური მოქალაქე: კრიტიკული აზროვნების განვითარება კახეთის რეგიონში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობისთვის“ლიდერი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი. პროექტის მიზანი იყო კახეთის რეგიონის (თელავის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს რაიონები) ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში კრიტიკული აზროვნების განვითარების, სამართლებრივი და სამოქალაქო განათლების პროგრამის მეშვეობით. პროექტში ასოციაცის "სკოლა–ოჯახ–საზოგადოება" მოვალეობას წარმოადგენდა მასწავლებელბისა და მოსწავლეებისათვის სატრენინგო პროგრამეის შემუშავება ტრენინგებისა და კონსულტაციების ციკლის ჩატარება(USA).

2015-2016წ.წ – პროექტი "ახალგაზრდული ცენტრები სამოქალაქო აქტიურიობისთვის" ლიდერი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი. პროექტის მიზანი: კახეთის რეგიონის (თელავის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს რაიონების) აზერბაიჯანული თემის ახალგაზრდა წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობით. პროექტში ასოციაცის "სკოლა–ოჯახ–საზოგადოება" მოვალეობას წარმოადგენდა მოსწავლეებისათვის სატრენინგო პროგრამეის შემუშავება ტრენინგებისა და კონსულტაციების ციკლის ჩატარება. (USA).

2015-2016წ.წ - საერთაშორისო პროექტი "ევროპული გაკვეთილები" განხორციელდა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინსტროს "თანამშრომლობის განვითარებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" დაფინანსებით. აღნიშნული პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციებია: ლიტვის რესპუბლიკა - "თანამედროვე დიდაქტიკის ცენტრი"; მოლდოვეთი - "პრო-დიდაქტიკა"; საქართვრლო - "სკოლა-ოჯახი-საზოგადოება".

2014-2016წ.წ - საერთაშორისო პროექტი „ხარისხიანი განათლება სოციალური რისკის მქონე ბავშვებისათვის“- სოციალური რისკის მქონე ბავშვებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა მოტივაციის კვლევის, სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების და ინოვაციური მეთოდების დანერგვის გზით.